ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში მთელი რეგიონის მასშტაბით 279 ნიმუში გამოიკვლიეს. მათგან 65-ის პასუხი დადებითია.
აქედან 48 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. მათგან 44 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 4 კი ახალი შემთხვევაა. ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
ზუგდიდის შემთხვევებიდან 33 შემთხვევა უკავშირდება ცენტრალუ ბაზარში გამოვლენილ ინფიცირებულებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს ადამიანები იმყოფებიან თვითიზოლაციაში და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანდაცვის წარმოამდგენლები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ვისი გადაყვანაც საჭირო იქნება, გადაიყვანენ კლინიკაში. უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც სახლში შესაბამისი პირობები არ აქვთ, გადაიყვანენ კოვიდ სასტუმროში. ვისაც სახლში იზოლაციის დაცვა შეუძლია, მათი მკურნალობა ბინაზე მოხდება”, – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 15 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 5 პაციენტი, მათგან 1 ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია.
რუხის კლინიკიდანა გაეწერა 10 პაციენტი, მათგან ყველა ზუგდიდელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 184 ადამიანი.
ავტორი: თეა შონია











