თბილისში დღეს კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მეტი შემთხვევა მაინც თბილისში ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლიდნა, დღეს გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 7.











