ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული ერთი თვის ბავშვი მკურნალობს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ინფექციურ საავადმყოფოში სულ 68 ადამიანი მკურნალობს.
„ჩვენთან მკურნალობს 68 ადამიანი, 6 არის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, 3 არის მართვით სუნთქვაზე. 15-ზე მეტი კლინიკაში მძიმეა. გვყავს ასევე ერთი თვის ბავშვიც, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლიდნა, დღეს გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 7.











