ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ტრაქტორი მიჰქონდა, გადაბრუნდა.
ავტომობილის ძარაზე ერთი, კაბინაში კი სამი პირი იმყოფებოდა. მუშები ტყეში შეშის დასამზადებლად მიდიოდნენ. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი – კაბინაში მჯდომი მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენებს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ.
„გარდაცვლილი მამაკაცი ადიგენის ერთ-ერთი სოფლიდან არის. მუშად მუშაობდა ხე-ტყეზე. კაბინაში სამი კაცი იყო. ერთი, რომელიც გადმოხტა, გადარჩა. კაბინაში მძღოლი და ერთი მგზავრი უვნებლად გადარჩა. მესამე დაიღუპა“ – ამბობს ახალციხის მერის რწმუნებული სოფელ მუგარეთში გიორგი ბლიაძე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











