ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 16 319 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 431 635-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 269 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 24 635-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 1 085 608 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











