დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 563 თბილისში გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარაში ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროანვირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, გარდაიცვალა 6.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3155 ადმიანი.











