გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, კერძო საინკასაციო კომპანიის თანამშრომელი გაძარცვეს.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, მძარცველმა 50 ათასამდე ლარის წაღება მოახერხა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, აღნიშნული ინკასაციის მანქანა საქართველოს ბანკს არ ეკუთვნის.
„ეს არ არის საქართველოს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.











