შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური მედიას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
„პრესის წარმომადგენლებს მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თანამშრომლობა და ურთიერთობა. თქვენი გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ყველაფრისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას თანადგომისთვის“, – აცხადებს გომელაური.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი ბანკის ოფისში შეიჭრა მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელი, მძევლად აიყვანა ოფისში მყოფი 43 მოქალაქე და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვა როგორც ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია, აგრეთვე 500,000 აშშ დოლარი.პოლიციამ თავდამსხმელის მოთხოვნები დააკმაყოფილა და სანაცვლოდ, 22 ოქტომბრის დილის საათებში მძევლად აყვანილი ყველა მოქალაქე გათავისუფლდა.
აღსანიშნავია, რომ მძევლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.











