ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარობის კანდიდატი, თამარ ბელქანია ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს მოუწოდებს, ჩაბარდეს და წაღებული ფულით სამეგრელოს სოფლებში წისქვილები გახსნას. ბელქანიას ვიდეომიმართვას პირველი არხი ავრცელებს.
„მივმართავ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი – ჩაბარდეს და იმ ფულით, რომელიც ჩვენგან წაიღო, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, ყველა სოფელში წისქვილი გახსნას“, – განაცხადა ბელქანიამ.











