კლინიკის მფლობელის, არტურ ბალასანიანის განცხადებით, ინფიცირებული რამდენიმე დღე სამსახურში არ დადიოდა, რადგან სიცხე ჰქონდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
„ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებიდან გამომდინარე, დღეიდან 31 ოქტომბრამდე კლინიკის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა”, – აცხადებს ბალასანიანი.
მისი თქმით, თანამშრომლის ინფიცირების წყარო ექიმია: „ჩემი თანამშრომლის შვილს ჰქონდა კორონავირუსი, ის თავისი თანაკლასელისგან დაინფიცირდა, რომლის დედაც ექიმია. სიცხე აღენიშნებოდა და ბოლო ოთხი დღე არ უვლია სამსახურში“,- განმარტა ბალასანიანმა.









