„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიგი უგულავას მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩვენ რაღაც განსაკუთრებული მიზეზები გვაქვს, რატომაც შეიძლება ერთმანეთს მხარს ვუჭერდეთ. ჩვენ ვრჩებით იმ ერთობის ერთგული, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბა და რომელმაც ჩვენი ციხიდან გათავისუფლება შეძლო“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
გიგი უგულავამ კი ოქრუაშვილს მადლობა გადაუხადა.
„დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა თავის შედეგს გამოიღებს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომხრე, რომ ერთიანი მაჟორიტარი ყოფილიყო. სამწუხაროდ, ეს ზოგ ოლქებში მოხერხდა, ზოგში ვერა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მაინც თავის სინერგიას მოიტანს და 31 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ „ქართულ ოცნებაზე“ გამარჯვებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლების მომენტი“, – განაცხადა უგულავამ.











