დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვემო ქართლში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა საქორწილო სუფრამ გამოიწვია. მისი თქმით, ერთ-ერთ სოფელში ეპიდაფეთქება მოხდა.
„იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდაფეთქება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად, მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 107 ქვემო ქართლშია.











