87 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადება და COVID-19 ჰქონდა, თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა. ასპინძის სოფელ ზველში ამბობენ, რომ მიცვალებული უკვე დაკრძალეს.
„მოციმციმე არითმია ჰქონდა, გულის პრობლემები. ალბათ ორი კვირა იქნება, რაც კლინიკაში დააწვინეს, მკურნალობდა. იქვე შეხვდა კორონავირუსი და გარდაიცვალა“, – აცხადებენ გარდაცვლილის თანასოფლელები.
რეგიონში, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პირის გარდაცვალების ეს მეოთხე შემთხვევაა.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











