რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
„დაგეგმილი ვიზიტები და შეხვედრები გადაიდო. ის თავს კარგად გრძნობს“ – განმარტავენ უწყებაში.
ირკვევა, რომ ლავროვის თვითიზოლაციის შესახებ არაფერი იცოდა საბერძნეთის საგარეო უწყებამ, რომლის ხელმძღვანელთან, ნიკოს დანდიასთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ლავროვს თვითიზოლაციაში გასვლა მოუხდა.











