ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში სმენადაქვეთებულ ქალს მატარებელი დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მატარებლის მძღოლმა ქალს არაერთხელ მისცა გამაფრთხილებელი სიგნალი, ლიანდაგიდან გადასულიყო, თუმცა ვერ გაიგო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ქალის ცხედარს მდინარე ხობისწყალში ეძებენ.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: თეა შონია











