მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, რომელ რეგიონს მიეკუთვნება კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევები.
დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313, ქვემო ქართლში – 117, შიდა ქართლში – 59, გურიაში – 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 60, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.
დღეს ქვეყანაში ვირუსის სულ 1696 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, გამოჯანმრთელდა 2906 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 12.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდ-სასტუმროში – 2346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.











