პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. როგორც ივანიშვილმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას აქვს მოლოდინი, რომ 50-დან 60% -ის ფარგლებში მიიღებენ ხმებს.
„მე ვფიქრობ, რომ ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას.
ჩვენ კვლევებს მუდამ ვატარებთ. თქვენ თუ ადევნებთ თვალს, გარდა შიდა პარტიული კვლევებისა არსებობს სხვა კვლევებიც, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ 50-დან 60%-მდე მივიღებთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა, საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროგნოზისას კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება გამორიცხა.











