პოლიტიკის ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, სააკაშვილი საქართველოში მხოლოდ რევოლუციის გზით ჩამოვა. მისივე თქმით, ამ სცენარის განვითარებას ოპოზიციის პოლიტიკური სტრატეგია უწყობს ხელს.
„სააკაშვილს ჰქონია, რომ საქართველოს ისტორიაში კარგად არის შესული, მე მგონია, რომ საქართველოს ისტორიაში შესულია, მაგრამ ცუდად. მან ჩააბარა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ ოპოზიცია ვერ ახერხებს ვადამდელ არჩევნებს, ოპოზიციას სხვა ვარიანტი არ რჩება, გარდა მეორე ვარიანტისა, ეს არის რევოლუცია. საქართველოში რევოლუციის სუნი დატრიალდა. სააკაშვილი კი მხოლოდ ამისთვის ემზადება. იმედია, ეს სცენარი ვერ განხორციელდება’,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა სოციალუირ ქსელში საქართველოშ ჩამოსვლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.











