„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა გუშინ ციხეში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ინციდენტზე პაუსიხსმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
„გუშინდელ ინციდენტზე მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქ ივანიშვილს. მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.
თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება.
მადლობა მეგობრებო თანადგომისათვის. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა“,- წერს გიორგი რურუა.
ამასთან, გიორგი რურუა სრულ მხარდჭრას უცხადებს ნიკა მელიას.
ცნობისთვის, მსჯავრდებულებმა გიორგი რურუას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც პენიტენციურ დაწესებუელბაში განმარტავენ, გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოიყვანეს საკნიდან და გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს. მათივე განცხადების თანახმად, ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია.











