ამ წუთებში, ისნის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეები დააკავეს. დაუზუსტებელ მონაცემებით მათი რაოდენობა ხუთია.
ინციდენტის მიზეზი, საბურთალოს საოლქო კომისიასთან განვითარებული მოვლენების მსგავსად, შენობაში შეღწევის მცდელობა გახდა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარმომადგენლები და მხარამჭერები თბილისის მასშტაბით, საოლქო კომისიებთან აქციებს მართავენ. პროტესტი საოლქო კომისიების შემაჯამებელი სხდომების პარალელურად დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნები ახლა საოლქო კომისიებში ყალბდება.
აქციის მონაწილეები იმ საჩივრების დაკმაყოფილებას ითხოვენ, რომლებიც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაიწერა.











