დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო სხდომაზე მიიღეს.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია, როდიდან განახლდება ბაღების ფუნქციონირება.










