წალენჯიხის მუნიციპალიტეტ დაბა ჯვარის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს და დევნილთა ამბულატორიის დირექტორს, გოჩა ლიპარტიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას, ექიმი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„მეგობრებო კოვიდ 19 დამიდასტურდა“,- წერს ლიპარტია.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 49 218 კოვიდპაციენტია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 289 ადამიანი, საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 33 459-ია.
გარდაიცვალა დღეს 20. სულ კორონავირუსს 401 პაციენტი ემსხვერპლა.
ავტორი: თეა შონია











