დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში ინფცირებულთა რაოდენობა დიდი იქნება, ვიღაც ბინაზეც დაიღუპება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგროც იმნაძე აღნიშნავს, ბინაზე გარდაცვლილების შესახებ მათ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ.
„ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს და გეუბნებით, რომ 125 ადმიანიდან, რომელიც ავად გახდა, 125-ე დაიღუპა. ბინაზე დაიღუპებიან სამწუხაროდ, როდესაც ათი ათასობით ადამიანი ავად გახდება, ვიღაც ბინაზეც დაიღუპება, ამიტომ არ გვინდა, რომ ამდენი ინფიცირებული იყოს ერთად“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560, ხოლო გარდაიცვალა 22.











