„ნებისმიერი ემერჯენსი-მიმღები ვალდებული იქნება, მიიღოს ცხელებიანი პაციენტები და გადაანაწილოს ისინი“ – ამის შესახებ პირველი საუნივესიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის კლინიკური ჯგუფისა და ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც გააჩნია მესამე – მეოთხე დონე ემერჯენსის ლიცენზირების, მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებით და მიმდინარე კოვიდით, რეგიონული პრინციპის მიხედვით, რაც შვებას მისცემს როგორც 112-ს, ასევე კოვიდ კლინიკებს და თავად მოსახლეობას.
პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში, ვისაც არ სჭირდება, გადანაწილდებიან კოვიდ სასტუმროებში ან ბინაზე.
საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პაციენტი, რომელიც არის კოვიდ ინფიცირებული და დანარჩენი პაციენტებიც, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები, მესამე და მეოთხე დონის ემერჯენსებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მიხედონ და ჩაუტარონ მენეჯმენტი შესაბამისი პროტოკოლით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.











