საქართველოში 585 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 278, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი – მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 98, – ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2859 ადამიანი დაინფიცირდა, 2754 პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 39773-ს პაციენტს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა.











