ამ წუთებში, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.
პლენარულ სხდომას 120 დეპუტატი ესწრება. განხილვის შემდეგ, პირველი მოსმენით პროექტს კენჭი დღესვე ეყრება.
ცნობისთვის, ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.
კენჭიყრაში მონაწილეობას „ევროპული საქართველოს” წევრებიც მიიღებენ.










