ივანიშვილის საქართველო არის ჩრდილოეთ კორეა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი დემოკრატიისთვის , ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა. ოპოზიციის ერთობა უმნიშვნელოვანესია დღეს. როგორც არასდროს ყველას ესმის, რომ ამ პარლამენტში შესვლა, პარლამენტში შესვლა კი არ არის, არამედ „ქართულ ოცნებაში“ შესვლაა. საქართველო არის თავისუფალი და ივანიშვილის საქართველო არის ჩრდილოეთ კორეა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს.











