უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებას სუბიექტურს უწოდებს.
როგორც მდინარაძე ამბობს, როცა კადრებში ჩანს, როგორ ანგრევდნენ აქციის მონაწილეები ჯებირს, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე განცხადებები სუბიექტურია.
„ვინც არ უნდა იყოს, რომელი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, რომელიც ნახავს კადრს, არა მხოლოდ საქართველოში, არა მარტო დღევანდელ სიტუაციაში, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცდილობენ, სადღაც შეჭრას, ანგრევენ ღობეს თუ ჯებირს, ქვას ესვრიან პოლიციელს და შემდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ვინმე დაარქმევს არაპროპორციულად ძალის გამოყენებას, ეს განცხადება არის სუბიექტური“, – განაცხადა კობახიძემ.
ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.
კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცესკოს შენობის წინ ჯებირების მორღვევას და შესვლას ცდილობენ, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. სახალხო დამცველმა პოლიციას მოუწოდა შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ.











