აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დღეიდან ე.წ. გარდამავალ პროცესს იწყებენ, რაც ინაუგურაციამდე ხელისუფლების გადასაბარებლად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ბაიდენისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებაა, რისთვისაც ის დღეს 12 ადამიანისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს ჩამოაყალიბებს.
ჯო ბაიდენმა ასევე უნდა დააკომპლექტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა, რომელიც მომდევნო 4 წლის ვადაში მას ქვეყნის მართვაში დაეხმარება. ჯო ბაიდენს ჯერჯერობით არ განუსაზღვრავს ვადები მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად, თუმცა ისიც და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც აღნიშნავენ, რომ მათ შორის იქნებიან ქალები და ფერადკანიანი წარმომადგენლები.
არჩეული პრეზიდენტი ასევე გეგმავს დონალდ ტრამპის მიერ გატარებული ზოგიერთი რეფორმის შეჩერებას. მათ შორის, პარიზის კლიმატურ შეთანხმებასა და შეერთებული შტატების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნებას.











