კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი თბილისში ფიქსირდება. დღეს დედაქალაქში ვირუსის 1 493 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, თბილისს ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით მოსდევს იმერეთი, შემდეგ კი აჭარა.
ცნობისთვის, 13 ნოემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3342 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 37.
ბოლო მანცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2656 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4878.











