„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, ეხმაურება მოქალაქეებისთვის არჩევნების მეორე ტურზე სირცხვილის დერეფნების მოწყობას.
„არ ვიცი, იდეა, მოქალაქეებისთვის მეორე ტურზე სირცხვილის დერეფნების მოწყობის, ვის ეკუთვნის. მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ“,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის დროს ოპოზიცია საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავს.
„ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურზე ე.წ. სირცხვილიას კორიდორებში მონაწილეოაბს არ აპირებს











