ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. შევისწავლით ამ შემთხვევას, საყურადღებოა და სამინისტრო შესაფერის რეაგირებას მოახდენს, იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი დიალიზზე იმყოფებოდა.











