ამერიკის საელჩო მაიკ პომპეოსა და პრემიერის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშნველობაზე.
„სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს.
ბოლო შეხვედრა მას არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქვს დაგეგმილი.











