ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 62 წლის ექიმი- რეანიმატოლოგი ისლამ საფაროვი გარდაიცვალა. ექიმი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა და დღეს მისი გაწერა იგეგმებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა.
შეგახსენებთ, აჭარაში მედპერსონალის კორონავირუსით გარდაცვალების მეორე ფაქტი დაფიქსირდა.
გუშინ შუახევის „ევექსის“ კლინილის ემერჯენსის მედდა, 57 წლის ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











