თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ პარკ ნადიკვრის სარეაბილიტაციო პროექტი შეცვალა.
ადგილობრივი მოსახლეობის, პოლიტიკური პარტიების, ისტორიკოსების პროტესტისა და მედიაში გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ, ახალი პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გაჭრილი ისტორიული გორა, კვლავ შეივსო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ნადიკვრის გორა 2012 წელს გაიჭრა.
ისტორიული გორა გაიჭრა 2012 წელს და გაკეთდა ხიდი, რამაც საფრთხე შუქმნა აქ მომსვლელ ბავშვებს. ჩვენი პირველი პროექტით, სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული ამ გორის ამოვსება. მოსახლეობის დიდი სურვილი იყო, შეგვეცვალა პროექტი და ამიტომ გავითვალისწინეთ და ეს ადგილი უკვე ივსება- განაცხადა ნარეკლიშვილმა.
ნადიკვრის პარკი რეაბილიტაციისათვის ტენდერი ოთხჯერ გამოცხადდა.
საბოლოო გამარჯვებული შპს „ბერმუხაა“, ხოლო პროექტის ავტორი, კომპანია „რენდერ- არქი“.
პარკის რეაბილიტაციაზე, მთლიანად 315. 410 ლარი დაიხარჯება.
ნადიკვრის პარკის გარშემო შექმნილი უთანხმოებისა და ადგილობრივების მოთხოვნების შესახებ, „პრაიმტაიმმა“ სტატია, სამი თვის წინ გამოაქვეყნა.
“ნადიკვრის” პარკის რეაბილიტაცია კვლავ დაპირისპირების საგნად იქცა
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი









