„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია შაბათს, 21 ნოემბერს გასამართი აქციის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
ლელოს ოფისში ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხვალ 12 საათზე შეიკრიბებიან და აქციის ფორმის შესახებ საბოლოო გეგმას გააცნობენ საზოგადოებას.
„მოვუწოდებ მოსახლეობას, 21 ნოემბერს არ მიიღონ მონაწილეობა ამ სიყალბეში და პირიქით, მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ოპოზიცია 21 ნოემბერს გაყალბებულ არჩევნებში არ მონაწილეობას – გიგი უგულავა











