საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისსა და აჭარაში ფიქსირდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე ნაკლები შემთხვევა ჯერჯერობით რაჭა-ლეჩხუმში დასტურდება.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა – 576, იმერეთი – 212, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 101, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 189, კახეთი – 116, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
დღეს ქვეყანაში სულ ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო გარდაიცვალა 39.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2159, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6189.











