ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საქართველოში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანს ეკისრება.
ხუნდაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარება ქუჩის აქციებმა კიდევ უფრო დაამძიმა.
“ეპიდემიოლოგიურად ვითარება რთულია. ვიმყოფებით მეორე ტალღის, მაღალი გავრცელების ფაზაში, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ქუჩის აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ. თუ სასწრაფოდ არ მოხდა ვითარების სტაბილიზაცია, შესაძლოა ქვეყანამ და საზოგადოებამ გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს”, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 128 შემთხვევა დაფიქსირდა











