„ევროპული საქართველოსა” და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გოჭი დიქტატურის სიმბოლოა და ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმასთან” გაავლეს პარალელი.
“გოჭი მოვიყვანეთ ყელსაბამით, ეს არის კომუნიზმის სიმბოლო, როცა წითელი ლენტებით დადიოდნენ ერთპარტიულ პარლამენტში. ამიტომ მოვედით, რათა საზოგადოებას შევახსენოთ, რა საფრთხის წინაშე ვართ. ჩვენ არ გვინდა ერთპარტიული, “ქოცური” პარლამენტი”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა ნოზაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.











