ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორნმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსის 5 798 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 3 671 გამოჯანმრთელდა, ხოლო 79 ადამიანი კი გარდაიცვალა











