პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს.
„ევროპული საქართველოს” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ცნობით, პოლიციამ აქციაზე ორი პირი საბჭოთა სიმბოლიკის, ნამგალისა და უროს, დახატვის გამო დააკავა.
ელენე ხოშტარიას ინფორმაციითვე, ერთ-ერთი დაკავებული, ნათია ლეთოდიანი 20 ივნისის აქციაზე თვალდაკარგული კაცის შვილია.
„ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი „ქართული ოცნების“ მხრიდან ფაქტობრივად, გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ, როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი. აქ დროებით კედელზე ვაწერთ „20%“ და საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. ამაში ახალი არაფერი არ არის, პროტესტს ვერ გააჩერებენ და საბოლოოდ მაინც მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნის მოღალატეობრივ ხელისუფლებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.











