თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ავერსის“ ფილიალში ინციდენტი მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
არსებული ინფომაციით, აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც რეცეპტით გასაცემ პრეპარატს წარმოადგენს.
„ეს არ იყო არც დაყაჩაღება, არც თავდასხმა. ორი არასრულწლოვანი შევიდა აფთიაქში და ფარმაცევტს მოსთხოვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელიც რეცენტით გაიცემა. ეს მედიკამენტები რომ ვერ მიიღეს ურეცეპტოდ, მათ დაიწყეს ყვირილი, ხმაური. აფთიაქიდან გამოიძახეს დაცვა და მას მოჰყვა საპატრულო პოლიცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ იყო თავდასხმა და დაყაჩაღება“.
კითხვაზე, იყო თუ არა სიმართლე, რომ არასრულწლოვნებს სათამაშო იარაღი ჰქონდა და მათ ფარმაცევტის დასაშინებლად ის გამოყენეს, ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს და ყევლაფერს ადგილზე პოლიცია გაარკვევს.
„პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში უთხრეს, რომ დეტალებს არკვევენ.











