fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვისაც მე მივეცი ხმა, მინდა ვნახო პარლამენტში – თინა ხიდაშელი

12:59 დეკემბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
874
ნახვა

“გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთთვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ მას ყველა მიჰყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში პირველი ნაბიჯის გადადგმა.

„მთავარი ის არის, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს ხელისუფლება. თუ არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგა ხელისუფლებიდან, ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ მაშინ არ შედგება მრავალპარტიული პარლამენტი. მაქვს მოლოდინი, როგორც ოპოზიციის ამომრჩეველს, რომ პირველი სითამამე, გამბედაობა სწორედ იმ ადამიანებიდან უნდა წამოვიდეს, ვისაც მე მივეცი ხმა. მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია კომპრომისზე წავიდეს, ვამბობ, რომ ოპოზიციამ გამბედაობა გამოიჩინოს და ნაბიჯი გადადგას. ვისაც მე მივეცი ხმა, მინდა ისინი ვნახო პარლამენტში და მინდა ვნახო ხმლით და იარაღით შეიარაღებული – კონსტიტუციით და ცოდნით, რომ მინიმალური შანსი მაინც გაჩნდეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ცვლილებების. იმის შანსი, რომ საზოგადოება მუდმივად შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და პარლამენტში იყოს ხმა, რომლებიც სიმართლეს მოუყვება მათ. გამოაცხადონ მოღალატეებად, ეს პირველი იქნება, ჯერ არ გვინახავს? ამ ვითარებაში და ამ რეალობის გათვალისწინებით სჭირდება პარლამენტში შესვლას სითამამე და გამბედაობა.

პოლიტიკური ლიდერები იმისთვის არსებობენ, რომ გაუძღვნენ ხალხს და არა მუდმივად იყონ გაბატონებული აზრების მსხვერპლნი. გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთთვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ პირველი ვინც გადადგამს ნაბიჯს, მერე მას ყველა მიყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ და ერთი წამით ეჭვი არ მეპარება. აქ საუბარია იმათზე, ვინც პირველები იქნებიან, გაბედავენ და იტყვიან – იმ რეალობის გათვალისწინებით, იმ კატასტროფის გამო, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, დღეს კიდევ ახალი კატასტროფის დამატება, რომ საბჭოთა კავშირში დავბრუნდით, იმიჯი არ ჰქონდეს საქართველოს და რაიმე შანსი გაჩნდეს რამე დახმარების მიღების, ვინმე დაგველაპარაკოს, საერთოდ რომელიმე რადარზე კიდევ ვარსებობდეთ. არანაირი მოლოდინი არ მაქვს ხელისუფლებისგან, არანაირი იმედი და მოცემულობა არ არსებობს, რომ ხელისუფლებაში ახლა ვინმეს გონება გაუნათდება, მთელი ჩემი იმედები ოპოზიციაზეა დამყარებული, რომ ისინი არ წაართმევენ ამ ქვეყანას პატარა მბჟუტავ შანსს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

თეგები: თინა ხიდაშელი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო, ვურჩევდი, რომ გირაო გადაეხადა

თებერვალი 11, 2021
1k
პოლიტიკა

„ასეთი ქმედება პოლიტიკის კეთება რომ ჰგონიათ, იმიტომ ვართ სწორედ ამ დღეში” – თინა ხიდაშელი ბათუმის ინციდენტზე

იანვარი 23, 2021
1.5k
პოლიტიკა

არ არის აუცილებელი ყველა გალანძღო, თუ ელისაშვილს უნდა, პარლამენტში შევიდეს – თინა ხიდაშელი

იანვარი 22, 2021
856

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია