ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, ჯანმრთელობის სააგენტო კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გულმოდგინედ მუშაობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მან ქვეყნებს მოუწოდა ახალი ვირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზებისგან თავი შეიკავონ.
„აქ არაფერია დასამალი. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ამ ვირუსის წარმოშობა, რადგან ის დაგვეხმარება, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალი ეპიდემიები“, – განაცხადა გებრეიესუსმა.











