„იმ ფაქტით, რომ მათ მიეცათ საშუალება იმუშაონ უფრო მაღალ განვითრებულ ქვეყანაში, სადაც მედიცინა უფრო მაღალ დონეზეა, ისინი თავს წარმოიდგენენ, რომ უფრო მაღლა დგანენ, ვიდრე მათი კოლეგები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში დარჩნენ.”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია “ფორმულას “ეთერში.
ცერცვაძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმების მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
„იმ ფაქტით, რომ მათ მიეცათ საშუალება იმუშაონ უფრო მაღალ განვითრებულ ქვეყანაში, სადაც მედიცინა უფრო მაღალ დონეზეა, ისინი თავს წარმოიდგენენ, რომ უფრო მაღლა დგანენ, ვიდრე მათი კოლეგები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში დარჩნენ. ზოგი კადრულობს ზემოდან იყუროს და ზოგი არა. მარტო ის, რომ ის იქ მუშაობს ეს არაფრის საფუძველი არ არის.”- ამბობს თენგიზ ცერცვაძე
შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძის საქმიანობის თაობაზე, არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების მხრიდან.











