ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ეხმაურება.
„რუსეთს რომ აფხაზეთი მიაქვს, ამაზე რომელიმე პოლიტიკოსმა იმსჯელა რომელიმე გადაცემაში? – არა.
მესმის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღე ოპოზიციისგან ფიცი-მტკიცის მოსმენა, რომ არ შევლენ პარლამენტში…
და მესმის, რომ ასევე ძალიან, ალბათ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია „გირჩის“ ანატომია და მისი ლიდერების შეხედულებათა soul searching ანალიზი…
უკვე დიდი ხანია, აშკარაა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ მუშაობს და რადიკალურადაა შესაცვლელი…
მაგრამ ისევ სირაქლემას პოზაში ვართ და ველით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვინმე სხვა დაგვიბრუნებს“, – აცხადებს ექსპერტი.









