უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ უნდოდა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო.
როგორც გია ვოლსკი ამბობს, მისი განცხადება იყო იმ სიმართლის ამოხეთქვა, რაც ოპოზიციას ყოველთვის უნდოდა.
„ამ განცხადებით ამოხეთქა იმ სიმართლემ, რაზეც ისინი ფიქრობენ და ალაგებენ გეგმას. ვერანაირ სიტუაციაში ვერ პოვეს წარმატება. ვერც ფაროსანამ უშველა, ვერც პანდემიამ უშველა და ახლა კიდევ პოლიტიკური პატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია. აქვთ სურვილი იმისა, რომ არ შედგეს კანონპროექტი. ეს არის სურვილი, რომ დესტრუქციული პროცესები წავიდეს და არჩევნებმა გადაიწიოს მეორე პლანზე. იქნებ როგორმე რევოლუცია მოახდინონ, რომელმაც ასევე წარმატება ვერ მოუტანა მათ მცდელობებს, რაც 20 ივნისს მოხდა“,- განცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ მას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა უნდოდა. მისი თმქით, თუ საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენაზე, პარლამენტს ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება, ოპონენტები ხელისუფლებას ხმების სანაცვლოდ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოსთხოვენ.











