იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლუჩანა ლამორჯეზემ კორონავირუსით ინფიცირების შესახებ მთავრობის სხდომაზე შეიტყო. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიის შს მინისტრმა კორონავირუსზე ტესტი მთავრობის სხდომის წინ ჩააბარა. ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
მინისტრს ვირუსის სიმპტომები არ აქვს და მას სასწრაფოდ მოუწია მთავრობის სხდომის დატოვება. ამჟამად იტალიის შს მინისტრი იზოლაციაში იმყოფება.











