ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხელვაჩაურში. ბათუმი ხელვაჩაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სხეულის მრავლობითი ტრავმებით კლინიკა „მედინაში” გადაიყვანა.
„15:45 წუთზე, კლინიკაში შემოყვანილი იქნა 24 წლამდე მამაკაცი, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა. პაციენტი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რამდენიმე საათში ჩაუტარდება განმეორებითი კვლევები”- აცხადებენ კლინიკა “მედინაში.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











