გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება კრწანისის რაიონს დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.
„გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.









